ფული ყველაფერი არ არის!

პსჟ-მ და სიტიმ ლიდს იუნაიტედსაც ვერ აჯობეს

პსჟ-სა და მანჩესტერ სიტიში არაბმა შეიხებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში უდიდესი ფინანსური ინვესტიცია ჩადეს. ორივე კლუბის ხელმძღვანელობამ არაერთი დიდებული ფეხბურთელი თუ მწვრთნელი გადაიბირა. დიდძალი ფულის დაბანდების შემდეგ, საშინაო სარბიელზე ორივე კლუბი წარმატებულად გამოდის და თითქმის ყველა შესაძლო ტიტულს იგებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, პარიზულმა და მანჩესტერულმა კლუბებმა მთავარ ევროპულ ტურნირზე წარმატებას ვერაფრით მიაღწიეს. 


უფრო მეტიც, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სიტი ისტორიაში ერთადერთხელ 2016 წელს მოხვდა, ხოლო პსჟ-მ საუკეთესო ოთხეულში ადგილი შორეულ 1995 წელს მოიპოვა.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ინგლისისა და საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონებს იმაზე უფრო დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ, ვიდრე ჩემპიონშიფის ბინადარ ლიდს იუნაიტედს.

ისტორიული ინგლისური გუნდი, რომელიც ამჟამად პრემიერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის, ჩემპიონთა ლიგაში ორჯერ გამოვიდა. 1992/93 წლების სეზონში, ლიდსის პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა - გუნდი გათამაშებას მეორე რაუნდიდან გამოეთიშა. 8 წლის შემდეგ, ლიდსს შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა - გუნდმა გამოსვლა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ვალენსიასთან (0:0, 0:3) დამარცხდა.

 



ქალაქელთა დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში 2011 წელს შედგა. მას შემდეგ, ინგლისური კლუბი ტურნირზე რეგულარულად გამოდის, თუმცა საუკეთესო შედეგად 2016 წელს მიღწეული ნახევარფინალი რჩება.

 



რაც შეეხება პარი სენ-ჟერმენს, ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში 11-ჯერ გამოვიდა. სადებიუტო სეზონში მათ ნახევარფინალში გააღწიეს, მას მერე კი საუკეთესო შედეგად ზედიზედ 4-ჯერ ნათამაშები მეოთხედფინალი ითვლება.

 



აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე კლუბისთვის საძულველი მეტოქე ბარსელონაა. კატალონიელებმა ტურნირიდან პსჟ სამჯერ, ხოლო სიტი ორჯერ გამოთიშეს.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.