აი რა ცუდია, როცა ერთ ქვეყანაში ორი ფრანკფურტი მდებარეობს

ბენფიკას ქომაგების კურიოზული შეცდომა

ფრანკფურტის ინტრახტმა, ევროპის ლიგის მეოთხედფინალში, ბენფიკასთან სტუმრად (2:4) მარცხის შემდეგ, საშინაო კედლებში - 2:0 იმარჯვა და საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

შეხვედრას ვერ დაესწრო ბენფიკას გულშემატკივართა ნაწილი, რომელიც ლისაბონიდან გერმანიაში გაემგზავრა, მიზეზი კი ცოტა კურიოზული გახლავთ. საქმე იმაშია, რომ გერმანიაში ორი ფრანკფურტია მაინის და ოდერის, პორტუგალიელი ქომაგები კი არასწორი მიმართულებით გაემგზავრნენ, რომელიც აინტრახტის სტადიონიდან 600 კმ-ითაა დაშორებული.

მთელი ეს უცნაური მოგზაურობა ბენფიკას ერთ-ერთი გულშემატკივრის ინსტაგრამ გვერდზე ქრონოლოგიურადაა ასახული. არწივების ქომაგმა ჯერ რუკის, მარშრუტისა და მგაზვრობის ამსახველი ფოტო გაავრცელა, შემდეგი სურათი უკვე ფრანკფურტის (ოდერის) აბრასთან გადაიღო, ბოლოს კი საკუთარ შეცდომაში დარწმუნდა (სტადიონის ნაცლად ფიგურული სრიალის დარბაზთან აღმოჩნდა) და გერმანული ინტერნეტი გამოლანძღა. "ვიღებ თქვენს შეტყობინებებს მთელი მსოფლიოდან, თუმცა პასუხს ვერ ვახერხებ რადგან გერმანიაში საშინელი ინტერნეტია",-დაწერა ბენფიკას ფანმა instagram-ზე.

საბოლოოდ ბენფიკას გულშემატკივრები სწორი ფრანკფურტის მიმართულებით გაემგზავრნენ, თუმცა ამ დროისთვის მათი საყვარელი გუნდი უკვე მარცხდებოდა.

 

 



აინტრახტი თავის ლუკა იოვიჩიანად, მიმდინარე სეზონში გერმანული ფეხბურთის ნათელი წერტილი და აღმოჩენაა. აინტრახტი ერთადერთი ბუნდესლიგური გუნდია, რომელიც ევროპულ ტურნირებს შემორჩა (ევროპის ლიგა - ნახევარფინალი) და მომავალ სეზონში ალბათ ჩემპიონთა ლიგასაც გაუგებს გემოს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.