18–წლამდელებმა ბულგარეთში მოიგეს

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის თანატოლთა ნაკრებს სტუმრად 2:0 მოუგო. 

ამხანაგური მატჩი სოფიაში, ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის ბაზაზე  გაიმართა.

 

რამაზ სვანაძის გუნდიდან გოლები გიორგი გულიაშვილმა (34–ე წუთზე) და ირაკლი აზაროვმა (43–ე წუთზე) გაიტანეს. აზაროვმა გიორგი გაგუას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

 

სხვათა შორის, არბიტრი ქალი გახლდათ: დიმიტრინა მილკოვა.

 

გუნდები 22 აპრილს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.