ფუტსალის ლიგის თასი- ნახევარფინალისტები ცნობილია

ნახევარფინალური მატჩები 17 მაისს გაიმართება

ფუტსალის ლიგის თასის ოთხივე ნახევარფინალისტი ცნობილია. ½ ფინალურ ეტაპზე ილიაუნი თსუ-ს დაუპირისპირდება, პსპ კი თელასს.

დაძაბული და სანახაობრივი შეხვედრით დაიწყო სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, სადაც ფუტსალის ლიგის თასის მეოთხედფინალურ მატჩში ილიაუნი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და 4:1 გაიმარჯვა. შეხვედრაში დუბლით ნიკოლოზ გვაზავა გამოირჩა, კსუ-ს რიგებიდან ერთადერთი გატანილი გოლი ლუკა ფარცვანიას ანგარიშზეა.

6 მეტრიანი დარტყმების სერიაში გაირკვა ილიაუნის მეტოქის ვინაობა თსუ- მართვეს დაპირისპირებაში. დაძაბული და სანახაობრივი მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის პირველ ნახევარში ანგარიში სტუმართა ფეხბურთელმა თეიმურაზ ტყეშელაშვილმა გახსნა, ერთ წუთში უპირატესობა გიორგი ჭოხონელიძემ აღადგინა და სწორედ ეს აღმოჩნდა შეხვედრის ძირითად დროში გატანილი ბოლო გოლი."საფეხბურთო ლატარიაში " ალი ასლანმა მეტოქის ორი პენალტი მოიგერია, გამარჯვებული გუნდიდან კი ექვსმეტრიანი ზუსტად ლაშა სიგუნავამ და ალი ასლანმა შეასრულეს.

თასის ¼ ფინალური სერიის ბოლო შეხვედრაში თელასმა პრინციპული მეტოქე TMC თბილისი დამაჯერებელად ანგარიშით 5:1 დაამარცხა და ლიგის თასის ნახევარფინალში პსპ-ს დაუპირისპირდება."ენერგეტიკოსებმა" შეხვედრაში უპირატესობის მოპოვება საწყის წუთებზე ამირან ცხომარიას გოლით შეძლეს, მალევე სხვაობა ნუკრი ჭუმბურიძემ ორამდე გაზარდა, "მედიკოსებმა" შეხვედრის მეორე ნახევარში ანგარიშის შემცირება მეტოქის შეცდომის შედეგად შეძლეს და წონასწორობის აღდგენის შანსიც რამდენჯერმე ჰქონდათ, თუმცა მომენტების გოლად რეალიზება ვერ მოახერხეს. შეხვედრაში ჰეთრიკი ამირან ცხომარიამ შეასრულა თითო გოლი კი კახა მაისაიასა და ნუკრი ჭუმბურიძის ანგარიშზეა.

ლიგის თასი ნახევარფინალურ შეხვედრაში ილიაუნი თსუ-ს, თელასი კი პსპ-ს დაუპირისპირდება.ნახევარფინალური მატჩები 17 მაისს გაიმართება.

მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.