„ის 20 წლის ბიჭი იყო, რომელიც შენიშვნას გაურბოდა

პორტუგალიელის პირველი წლები მანჩესტერში

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი ნემანია ვიდიჩი კრიშტიანუ რონალდუსა და სერ ალექს ფერგიუსონის ურთიერთობის ნაადრევ ეტაპს იხსენებს.

 

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი წითელ ეშმაკებში 2003 წელს გადაბარგდა, კლუბში 6 წელი გაატარა და ლეგენდარულ შოტლანდიელ სპეციალისტთან მამა-შვილური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა.

 

„დასაწყისში რონალდუ იუნაიტედში ბედნიერი არ ყოფილა. როცა სერ ალექსი უყვიროდა, თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. როცა ფერგი კრიშტიანუს შენიშვნას აძლევდა, ის ამას ძალიან განიცდიდა. თუმცა ეს გასაგებია, რადგან რონალდუ მაშინ  20 წლის ბიჭი იყო.

 

რა თქმა უნდა, ამის შემდეგ რონალდუსთვის შენიშვნის მიცემას ვერიდებოდით, ვინაიდან ის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და იმდენად პროდუქტიული ვეღარ იქნებოდა“,-თქვა იუნაიტედის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა.

 

რონალდუმ იუნაიტედში არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის სამჯერ პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა 2008 წელს. მან ინგლისი 2009 წელს, იმ დროისთვის სარეკორდო სატრანსფერო თანხა - 80 მილიონ ევროდ დატოვა.