დილამ სახიფათო ზონას თავი დააღწია, რუსთავი კვლავ მოუგებელია

ეროვნული ლიგა: მეცხრე ტური

საქართველოს ეროვნული ლიგის მეცხრე ტური გრძელდება. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა დილამ რუსთავს უმასპინძლა და - 2:1 მოუგო.

ანგარიში მასპინძლებმა 33-ე წუთზე გახსნეს - ალვინ ფორტესის პასით გოშთელიანმა ისარგებლა.

რუსთავმა მეორე ტაიმში წონასწორობა აღადგინა - 64-ე წუთზე, ციცქიშვილმა ჩოგაძეს გაატანინა.

გამარჯვება დილას 75-ე წუთზე, ფორტესმა მოუპოვა და მიმდინარე გათამაშებაში სამი გოლი მოაგროვა.

მატჩის ბოლოს ფეხბურთელებმა ერთმანეთის წინააღმდეგ იუხეშეს, რასაც ორივე გუნდის მოთამაშის გაძევება მოჰყვა. წითელი ბარათები დიდიე კოუგბენიამ და ზურაბ ჯაფიაშვილმა მიიღეს.

დილამ ამ გამარჯვებით 9 ქულა მოაგროვა, გასავარდნ ზონას თავი დროებით დააღწია და მეშვიდე ადგილს იკავებს. რაც შეეხება რუსთავს, რომელსაც ამ დრომდე გამარჯვება არ უზეიმია, მხოლოდ 3 ქულა აქვს და გამოკვეთილი აუტსაიდერია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.