საქართველო ევროპის ჩემპიონია

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტიტული რუსეთში დაიცვეს

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში 20:10 დაამარცხეს და შინ თასით ხელდამშვენებული ბრუნდებიან.

 

დავით ჩავლეიშვილის შეგირდებისთვის ეს იყო ზედიზედ მეხუთე ფინალი. გუნდმა ევროპის ჩემპიონის ტიტული შარშან პოლონეთში, საფრანგეთის ძლევით მოიპოვა, წელს კი ის კალინინგრადში დაიცვა.

 

ფინალური შეხვედრა კალინინგრადის 35-ათასიან მთავარ არენაზე, „კალინინგრად სთედიუმზე“ გაიმართა და მას 8 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. მეტოქემ - ესპანეთის ნაკრებმა, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჩენს გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. ესპანეთს შემადგენლობაში მრავლად ყავდა ფიზიკურად დიდი ბიჭები, კარგად იშლებოდა ხაზზე და დაცვაში თავდადებით თამაშობდა, თუმცა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მისი დასკვნით წუთებში გატეხვა მაინც მოახერხა.

 

საფინალო სასტვენის შემდეგ, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ჩაიბარა ევროპის ჩემპიონებისთვის განკუთვნილი მედლები და თასი, რომელიც მინიმუმ ერთი წელი კვლავ საქართველოში დარჩება!




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.