ხაბიბი: კონორი მხოლოდ ბევრს ლაპარაკობს

ნურმაგომედოვმა მაკგრეგორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა 

UFC-ის ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა, კონორ მაკგრეგორის შესახებ საკუთარი მოსაზრება კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ხაბიბის და კონორის თაობაზე საკმაოდ ბევრი იწერებოდა. მათ სოციალურ ქსელებში ერთმანეთს შეურაცხყოფა რამდენჯერმე მიაყენეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ სიტუაციის განმუხტვა დენა უაითმაც სცადა.

 

როგორც ჩანს ნურმაგომედოვისთვის არაფერი დასრულებულა. ხაბიბმა მაკგრეგორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა:

 

„კონორს 2016 წლის შემდეგ არაფერი მოუგია, ახლა კი 2019 წელია! ამდენს რომ არ ლაპარაკობდეს არავის ემახსოვრებოდა. მას უბრალოდ სურს აქტუალური იყოს და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. მე მისი მესმის, მაგრამ სხვებზე იგივეს ვერ ვიტყვი“.

 

„კონორი განსხვავებულ გარემოში გაიზარდა. მაკგრეგორის აზრით მისი სიტყვა არაფერს ნიშნავს. ჩვენ კი სხვანაირად ვფიქრობთ და ჩვენს სიტყვებზე პასუხს ვაგებთ“.

 

„სურვილი რომ მქონდეს კონორთან ყველაფერს მოვაგვარებდი მაგრამ... 2009 წელი რომ იყოს მაკგრეგორს შევხვდებოდი და ისე გავუსწორდებოდი ვერავინ გაიგებდა“.

 

გეცოდინებათ, რომ დაღესტნელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორთან მოგებული დაპირისპირების შემდეგ ატეხილი ჩხუბის გამო 9 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო და ოქტაგონზე კიდევ დიდხანს ვერ ვიხილავთ.