რონალდუ პირველია

პორტუგალიელი პირველი მოთამაშეა, რომელმაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა

ტურინის იუვენტუსმა სერია ა-ს მორიგ ტურში, ფიორენტინა 2:1 დაამარცხა და 35-ედ გახდა იტალიის ჩემპიონი. ალეგრის გუნდი სეზონს მართლაც, რომ ბრწყინვალედ ატარებს და ოქროს მედლებსაც დამსახურებულად დაეუფლა.

 

ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ბიანკონერის ზაფხულში რეალიდან შეუერთდა. სათქმელია, რომ პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგა, ლა ლიგა და სერია ა მოიგო.

 

რონალდუ მანჩესტერში თამაშისას სამჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, რეალის ფეხბურთელობისას ორჯერ მოიგო ესპანეთის პირველობა, ხოლო იუვეში სადებიუტო სეზონში მოახერხა სკუდეტოს მოგება.

 

აგვისტოდან მოყოლებული 34 წლის ფორვარდმა სერია ა-ში 27 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 26 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.