ლაშა დვალი უნგრეთის ჩემპიონია

ქართველმა მცველმა უნგრეთში პირველი ტიტული მოიგო

უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში, ლაშა დვალის ფერენცვაროშმა მეორე ადგილოსან ვიდს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ ქართველის გუნდს 67 ქულა აქვს და კონკურენტს 21 ქულით ჯობნის. აქედან გამომდინარე ფერენცვაროში უკვე ოფიციალურად გახდა ჩემპიონი.

 

დვალი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი გაისარჯა. შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი უნგრელებს ზამთარში, პოგონიდან შეუერთდა. დვალმა ფერენცვაროშის მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.