თბილისის დინამომ თასი არავის გაატანა (+ვიდეო)

თბილისის დინამომ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი მოიგო. 

ვახტანგ იაგორაშვილის გაწვრთნილებმა ფინალში 1:0 სძლიეს იტალიურ ემპოლის. ანგარიში უფრო დიდიც შეიძლებოდა ყოფილიყო: ქართველებს საკმაო სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ. ემპოლი საგოლე მომენტის გარეშე დარჩა.

 

ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე თავდამსხმელმა  ჯადული იობაშვილმა გაიტანა. როგორც იცით, ტურნირი 15-წლამდელთა გუნდებს შორის გაიმართა.

 

 

მეშვიდე ადგილისთვის

ბრაგა (პორტუგალია) - ციურიხი (შვეიცარია) 4:1

 

მეხუთე ადგილისთვის

დინამო კიევი (უკრაინა) - ვულვზი (ინგლისი) 4:0

 

მესამე ადგილისთვის

ფეიენოორდი (ჰოლანდია) - სფფ აკადემია 2:1

 

ფინალი

დინამო - ემპოლი 1:0

 

დარასელიას ტურნირი მეოთხედ ჩატარდა. აქამდე მოიგეს ჰოლანდიის ალკმაარმა, კიევის დინამომ და ესპანიოლმა. აი, მეოთხე ცდაზე კი დინამომაც მიაღწია საწადელს. იაგორაშვილის გუნდმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად ჩაატარა, ნახევარფინალში სულაც 5:1 აჯობა ფეიენოორდს.

 

დინამოს შემადგენლობა ფინალში: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვილი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი (გოგებაშვილი 70), გაგნიძე, გეგიაძე, თოდუა (შიოლაშვილი 41), იობაშვილი, აბუაშვილი, კვერენჩხილაძე (ბაგრატიონი 75)

 

საუკეთესო მეკარე - ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია). ოთარ გაბელიამ დააჯილდოვა.

 

საუკეთესო მცველი - საბა ხვადაგიანი (დინამო). უფროსმა დავით მუჯირმა დააჯილდოვა.

 

საუკეთესო ნახევარმცველი - მატეო ბუკიონი (ემპოლი). პრიზი ნოდარ ხიზანიშვილისგან ჩაიბარა.

 

საუკეთესო თავდამსხმელი -  სილვან შესი (ციურიხი). პრიზი ვლადიმერ გუცაევისგან მიიღო.

 

საუკეთესო ფეხბურთელი - ლუკა გაგნიძე (დინამო) გახდა. გაგნიძე ალექსანდრე ჩივაძემ დააჯილდოვა.

 

ბომბარდირი 7 გატანილი გოლით ბრაგას ფორვარდი მიგელ ფალე გახდა. მან პრიზი რევაზ ძოძუაშვილისგან ჩაიბარა.

 

საუკეთესო გოლი კიევის დინამოელმა დმიტრო პოლიშჩუკმა გაიტანა. ის ვიტალი დარასელია-უმცროსმა დააჯილდოვა.

 

ტურნირის აღმოჩენა ფეიენოორდის შემტევი მარსინო გონსაგა გახდა.

 

მაყურებლის სიმპათიის ტიტული ვულვზის ნახევარმცველს ამარი ბრაუნს ერგო.

 

ფეინოორდმა ბრინჯაოს მედლები ალექსანდრე იაშვილისგან ჩაიბარა, ვერცხლის მედლები დავით მუჯირმა ემპოლის გადასცა, ხოლო ოქროს მედლები და ჩემპიონის თასი დინამომ რომან ფიფიასგან და ლევან კობიაშვილისგან ჩაიბარეს.

 

...უყურებდი დინამოელთა თამაშს და თვალს სიამოვნებდა. როგორ გვინდა, რომ პროგრესი გააგრძელონ. ვერცერთ, აი, თუნდაც ერთ კომპონენტს ვერ ნახავდი, რაშიც დინამო ემპოლის ჩამორჩებოდა და ცოდო არაა, წლების მერე მათ სერია ა-ში ითამაშონ, ჩვენი ბიჭები კი ვეღარ განვითარდნენ? თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია: აქამდე ისე ხდებოდა, რომ ზოგიერთს მოთმინება არ ჰყოფნიდა, ზოგს იღბალი, ზოგი შეუმჩნეველი რჩებოდათ, ზოგს ტრავმებმა დაუმთავრეს საქმე და ასე შემდეგ. 

 

იმედია, ამ ბიჭებს ნათელი მომავალი ელით და შრომას არ დააკლებენ. დაუფასდებათ. 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.