„ახლა, ალბათ შიდსიც მაქვს“

ამერიკელი მებრძოლის ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა

UFC-ის მებრძოლი, დენი იგე, უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამერიკელი სპორტსმენის თქმით ერთ დილას მასთან უცნობი პიროვნება მივიდა, რომელმაც სისხლის ჩაბარება მოსთხოვა. დენის ეგონა საქმე ამერიკის ანტი-დოპინგური სააგენტოს წარმომადგენელთან ჰქონდა, თუმცა შეცდა...

 

UFC-ის მებრძოლებს დოპინგის ტესტი ხშირად უტარდებათ. შესაბამისად დენიმ ჩათვალა, რომ რუტინულ შემოწმებას გადიოდა, მაგრამ რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა.

 

იგემ ინციდენტის შესახებ გულშემატკივრებს სოციალური ქსელების მეშვეობით ამცნო და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:

 

„ძალიან გაბრაზებული ვარ! დღეს დილით ვიღაც მოვიდა, რომელიც ამერიკის ანტი-დოპინგური სააგენტოს წარმომადგენელი მეგონა. მან სისხლის ჩაბარება მომთხოვა და წინააღმდეგობა არ გამიწევია. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ მისამართი შეეშალათ და ამერიკის ანტი-დოპინგურ სააგენტოშიც არ მუშაობენ“.

 

„ძალიან გაბრაზებული ვარ, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია... როცა დილის 6:30-ზე გსტუმრობენ და სისხლის ანალიზის გაკეთებას გთხოვენ, იბნევი. მეგონა ამერიკის ანტი-დოპინგურ სააგენტოსთან ვთანამაშრომლობდი, მაგრამ შევცდი. ახლა ალბათ შიდსიც მაქვს“ - ამბობს შეშფოთებული მებრძოლი.

 

იგეს ინციდენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი UFC-ის წარმომადგენლებმაც გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მებრძოლს პირველ რიგში „სტუმრების“ ვინაობა უნდა გაეგო და ანალიზზე თანხმობა ამის შემდეგ მიეცა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.