არსენის არენა

მეთოფეთა გულშემატკივრები ვენგერისთვის ხელმოწერებს აგროვებენ 

 

ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს არსენ ვენგერმა არსენალიდან წასვლის გადაწყვეტილება საზოგადოებას გააცნო. 22-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ფრანგმა თავკაცმა ლონდონური კლუბი დატოვა და დღემდე უმუშევარია. 

 

ვენგერის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, მეთოფეთა ქომაგებს შორის გავრცელდა იდეა, რომ ემირეიტსის ნაცვლად, სტადიონისთვის 68 წლის სპეციალისტის სახელი ეწოდებინათ.

 

იდეა ფართოდ გავრცელდა და გამოხმაურება ზედა ეშელონებშიც ჰპოვა. არსენალის ყოფილი ფეხბურთელები ალან სმიტი და პოლ მერსონი მხარს უჭერენ იდეას, რომ არსენალმა საშინაო შეხვედრები „არსენ ვენგერის სახელობის არენაზე“ გამართოს.

 

„კლუბმა სტადიონს ემირეიტსის სახელი უნდა შეუცვალოს, მათი ფული არ გვჭირდება. არენას არსენ ვენგერის სახელი უნდა ეწოდოს. ეს მისი სტადიონია, მისი მწვრთნელობისას შექმნა ეს არენა. ვენგერი ასეთ აღიარებას ნამდვილად იმსახურებს“, - თქვა პოლ მერსონმა.

 

 

არსენალის ქომაგებმა ინტერნეტში ამ მოთხოვნის საფუძელზე პეტიციაც შეიმუშავეს, რომელსაც ხელი უკვე 4 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა მოაწერა.

 

არსენ ვენგერმა ლონდონურ კლუბთან ერთად, 22 წელიწადში 10 ტიტული და 700-ზე მეტი მატჩი მოიგო.

 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.