კილასონია რუსთავში დაბრუნდა

რუსთაველებს ძველი ახალი თავკაცი ჰყავთ

ვარლამ კილასონია კვლავ რუსთავს გაწვრთნის. ამის შესახებ გუნდის ფეისბუქ გვერდიდან ვიგებთ. აქვე გეტყვით, რომ კილასონიამ ბადრი კვარაცხელია შეცვალა.

 

შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტი შიდა ქართლელებს ადრეც თავკაცობდა. ჯერ 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ 2018 წლის მაისიდან იმავე წლის აგვისტომდე.

 

რაც შეეხება რუსთავს, გუნდს ცუდი დრო უდგას. კლუბი ამ მომენტისთვის 3 ქულით მეათე ადგილზეა და გავარდნის მთავარი კანდიდატია. გარდა ამისა, რუსთავი საქართველოს ჩემპიონატში მიმდინარე სეზონში, ერთადერთი მოუგებელი გუნდია.

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.