ბულგარეთი–საქართველო: ამჯერად ფრე

საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართა ბულგარეთთან და 1:1 დაასრულა.

რამაზ სვანაძის გუნდმა პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვა გოლი და 83–ე წუთზე პენალტით გაათანაბრა: ირაკლი აზაროვმა ზუსტად დაარტყა.

 

პირველ ამხანაგურში საქართველომ 2:0 აჯობა ბულგარელებს. მაშინაც ერთი გოლი აზაროვმა გაიტანა პენალტით, ერთიც – გიორგი გულიაშვილმა.  

 

წინა თვეში საქართველოს ამ ასაკის ნაკრებმა ავსტრიასთან გასვლაზე გამართა ორი ამხანაგური. 1:3 წააგო, მერე კი 1:0 მოიგო.  




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.