სომხიშვილის საოცრებები ბოლო 5 წუთში (+video)

თბილისის შევარდენის 38 წლის მეკარე გიორგი სომხიშვილმა, როგორც იტყვიან, პირადად მოიგო თამაში.

 ეს 22 აპრილს, ეროვნული ლიგა 2–ის ტურში: შევარდენმა 1:0 სძლია ზუგდიდს, მაგრამ სომხიშვილის სიგიჟეები რომ არა, ზუგდიდელები მინიმუმ ქულას წაიღებდნენ.

 

ბოლო 5 წუთში კაცმა ჯერ პენალტი აუღო ბექა ზაქარაძეს, მერე იმავ ზაქარაძეს პირისპირ არ გაატანინა, ბოლოს კი თითები წაატანა ბურთს (თანაც, რიკოშეტით წასულს) და მესამედ გადაარჩინა თავისიანები. ბოლო 5 წუთში სამჯერ!