კაპიტანი ანდრესი

იაპონურ გუნდში ესპანელის პასუხისმგებლობა გაიზარდა

ესპანელი ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ვისელ კობეს კაპიტანი გახდა. ამის შესახებ იაპონელთა ტვიტერის გვერდი იუწყება.

 

გუნდის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება, წარუმატებელი სერიის შემდეგ მიიღო. აქამდე ვისელ კობეს კაპიტანი ლუკაშ პოდოლსკი გახლდათ. ამ მომენტისთვის კლუბს ჩემპიონატში 10 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა.

 

ინიესტა ვისელ კობეში 2018 წლის ზაფხულში, ბარსელონადან გადავიდა. ამ დრომდე მან აზიელებთან ერთად 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.