ლიგა 2 და 7+3 სისტემა

ეროვნულ ლიგა 2–ში მერვე ტური დასრულდა. ამ ტურის ცენტრალური მატჩი სამტრედიაში გაიმართა, სადაც მასპინძლები თბილისის მერანთან აგებდნენ და პენალტით გაათანაბრეს – 1:1.  

მერანიდან გოლი რაფაელ ჩუკვურამ გაიტანა და მანვე დაარღვია წესი ზაურ ხაბეიშვილზე, რის გამოც პენალტი დაინიშნა და გურამ სამუშიამ გაათანაბრა. თუმცა დაარღვია წესი, კი? ცოტა საეჭვო პენალტი კი იყო.

 

იოლად მოიგეს თავიანთი თამაშები ცხინვალმა და თელავმა. გაგრამ კი სტუმრად 2:0 აჯობა ფოთის კოლხეთს.

 

დაძაბული გამოდგა შევარდენი–ზუგდიდი (1:0). მასპინძლებმა მოიგეს და გადამწყვეტი იყო შევარდენის მეკარე გიორგი სომხიშვილის სეივები: ბოლო წუთებზე სამჯერ გადაარჩინა თავისიანები.  

 

P.S. ისე, შარშან უკეთესი იყო ლიგა2, შედარებით ხარისხიანი თამაშებით. მიზეზი?  

1. ჯერ ერთი, ბათუმის დინამო და ვიტ ჯორჯია თამაშობდნენ, მათი დონისა კი წლეულს ნამდვილად არცერთი გუნდი არაა ელიგა 2–ში;  

2. გაგრა გაცილებით ძლიერი იყო. ბოლოს და ბოლოს, თასის ფინალში გავიდა;

3. მარტვილის მერანი გავარდა, ლიგა 3–დან ამოსული გუნდები (ზუგდიდი, გურია) კი სუსტად გამოიყურებიან. ამ ორ გუნდთან ერთად, ძალიან სუსტია კოლხეთიც.

 

ვნახოთ, ზაფხულიდან რა იქნება. როცა სატრასფერო ფანჯარა გაიხსნება. ჯერჯერობით კი, ჩემპიონატი 7+3 სისტემას ჰგავს. სამი გუნდი აშკარა აუტსაიდერია, დანარჩენი შვიდი კი მეტ–ნაკლებად თანაბარი დონისა.     

 

სამტრედია – მერანი 1:1

გოლები: 0:1 ჩუკვურა (45), 1:1 სამუშია (66 პენ)

 

კოლხეთი – გაგრა 0:2

გოლები: 0:1 ბრეგვაძე (54), 0:2 შალამბერიძე (85)

გაძევება: გიორგი გურეშიძე (86, კოლ)

 

შევარდენი – ზუგდიდი 1:0

გოლი: 1:0 ბაბუნაძე (42)

82–ე წუთზე ზაქრაძემ (ზუგდიდი) ვერ გაიტანა პენალტი  

გაძევება: წურწუმია (31, ზუგ), ხარშილაძე (78, შევ)

 

თელავი – შუქურა 4:1

გოლები: 1:0 პუდი (19), 2:0 კაკიაშვილი (22), 3:0 რუხაძე (53 პენ), 3:1 კაკუშაძე (61), 4:1 ჯანჯღავა (71, ავტოგოლი)

 

ცხინვალი – გურია 5:0

გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (1), 2:0 ბუხაიძე (38), 3:0 გ.ქურდაძე (58), 4:0 მინდორაშვილი (68), 5:0 სამხარაძე (71)

34–ე წუთზე შენგელიამ (გურია) ვერ გაიტანა პენალტი  




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.