გმადლობთ და ნახვამდის

ქართველმა კალათბურთელმა ბუდუჩნოსტი დატოვა

ბელგრადში, ადრიატიკის ლიგის ფინალში, ცრვენა ზვეზდასთან სერიის მეხუთე და გადამწყვეტი მატჩი ბუდუჩნოსტის რიგებში ბოლო გამოდგა გოგა ბითაძისთვის. ქართველი ცენტრი მონტენეგრულ გუნდს დაემშვიდობა და უკან, სერბულ მეგა ბიმაქსში დაბრუნდა. 26 აპრილს, ის ყოფილი გუნდის შემადგენლობაში პერტინაზის წინააღმდეგ ითამაშებს. შემდეგ კი...

 

შემდეგ ნბა-ს დრაფტიც მოახლოვდება, რომელიც 20 ივნისს არის დაგეგმილი. ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ბითაძე დრაფტზე ოფიციალურად დადგა და ალბათ მას პირველივე წრეში აირჩევენ.

 

გოგა ბითაძე, მოკლე დროში ბუდუჩნოსტის გულშემატკივრების საყვარელი კალათბურთელი გახდა. ის, ადრიატიკის ლიგის რეგულარული სეზონის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.

 

ქართველთან ერთად, ბუდუჩნოსტი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა იასმინ რეპეშამაც, რომელმაც ცრვენა ზვეზდასთან გადადგურების შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობას გადადგომის შესახებ მიმართა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.