დარჩენისთვის ბრძოლიდან ბრწყინვალებამდე

ტადიჩმა აიაქსის 160 გოლიდან 55-ში მიიღო მონაწილეობა, ის "ოქროს ბურთის" პრეტენდენტია

საუთჰემპტონთან ერთად პრემიერლიგაში მე-17 ადგილზე გასვლიდან რამდენიმე თვეში, დუშან ტადიჩი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცა.

წმინდანებიდან 12 მილიონის სანაცვლოდ აიაქსში გადაბარგების მერე, სერბი ფსხბურთელი საშინაო თუ ევროპულ ასპარეზზე ჩინებულად თამაშობს  და მაღალ სტატისტიკას აჩვენებს.

ვიტესთან (4:2) მოგებულ მატჩში, ტადიჩმა 2 თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ჰაკიმ ზიეჩს ამ სეზონში მეოცე გოლიც გაატანინა.


მაროკოელ ფეხბურთის ყველა ტურნირის ჯამში ამ სეზონში 40 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია, თუმცა დუშან ტადიჩის მაჩვენებელი უკეთესია.

დუშან ტადიჩმა ამ სეზონში მონაწილეობა 55 გოლში მიიღო (34 გოლი, 21 საგოლე პასი).

აიაქსი გადასვლის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა დუშან ტადიჩს პოზიცია შეუცვალა და მას "ცრუ ცხრიანზე" ათამაშებს. როგორც ჩანს, ცვლილება ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რამაც 30 წლის ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად აქცია.

ამსტერდამულ კლუბს ამ სეზონში გასაოცარი შედეგი აქვს. აიაქსმა ყველა ტურნირზე 160 გოლი გაიტანა, საიდან 55-შიც მონაწილეობა დუშანმა მიიღო.

 



ტადიჩის შედეგი გამოსარჩევია ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც მას საკვალიფიკაციო ეტაპის გათვალისწინებით 9 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

ეს ყველაფერი არ არის, ფეხბურთელმა უდიდესი აღიარება მარტში, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალთან ბრწყინვალედ ჩატარებული მატჩის შემდეგ მიიღო. ფრანგულმა გამოცემა L'Équipe-მა მას უმაღლესი შეფასება - 10/10 დაუწერა. ასეთი შედეგისთვის 1988 წლის შემდეგ მხოლოდ 9 მოთამაშეს მიუღწევია, მათ შორის კი ოქროს ბურთის რამდენიმე გამარჯვებულია.