ემერიმ წამსვლელები ჩამოწერა

არსენალს ზაფხულში ბევრი ფეხბურთელი დატოვებს

როგორც ჩანს არსენალში სერიოზული საკადრო ცვლილებები იგეგმება. არახალია, რომ მეთოფეებს ფეხბურთელების დამატება უნდათ, თუმცა საქმე მხოლოდ მოთამაშეების შეძენაში როდია. როგორც Dayli Mail-ი იუწყება, ბრიტანელები ფეხბურთელების გაშვებასაც გეგმავენ.

 

მესუთ იოზილი, ჰენრიკ მხითარიანი, შკოდრან მუსტაფი, კალუმ ჩემბერსი, კარლ ჯენკინსონი, დავიდ ოსპინა და მოჰამედ ელ ნენი ის მოთამაშეები არიან, რომელთა გასხვისებასაც არსენალის ბოსები აპირებენ. აღნიშნული მოთამაშეების გაყიდვისგან მიღებულ თანხას მეთოფეები 45 მილიონს დაუმატებენ და ფულს მთლიანად ტრანსფერებში დახარჯავენ.

 

არსენალი პრემიერლიგაში 65 ქულით მეხუთე ადგილზეა და მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. რაც შეეხება ევროპის ლიგას, ინგლისელები 1/2 ფინალში ვალენსიას დაუპირისპირდებიან.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.