ხაბიბის ყოფილი მწვრთნელი: ყოველთვის მჯეროდა, რომ ასე მოხდებოდა

ნურმაგომედოვის ძველი ხელმძღვანელი რუსი მებრძოლის შესახებ საუბრობს 

რუსი მებრძოლის ხაბიბ ნურმაგომედოვის ყოფილმა მწვრთნელმა მარატ კეშტოვმა UFC-ს მცირე წონის ჩემპიონის შესახებ ისაუბრა და გაამხილა მიზეზი, თუ რატომ დატოვა მისი გუნდი.

"ყოველთვის ვიცოდი, რომ ხაბიბი განსაკუთრებული იყო. ის გამოირჩეოდა არა მხოლოდ ნიჭით, არამედ დისციპლინითა და შრომისმოყვარეობით. ამავდროულად, ის უძლეველი იყო. ვუყურებდი მის შესაძლებლობებს და ვხვდებოდი, რომ ერთ დღეს აუცილებლად ჩემპიონი გახდებოდა. მისი ცოდნა, ტალანტი, დისციპლინა და უნარ-ჩვევები თავდაჯერებულობასთან ერთიანდებოდა. მან ზუსტად იცოდა, თუ რისი მიღწევა სურდა.

შემიძლია ვთქვა, რომ ნურმაგომედოვისთვის ფული მეორეხარისხოვანია, მისი მთავარი მიზანი ყოველთვის ჩემპიონობა იყო.

ჩემი გუნდიდან ხაბიბის წასვლა ერთ-ერთ ბრაზილიელ მებრძოლთან დაწყებულ მოლაპარაკებებს უკავშირდება. გუნდში მეტოქის სწორად შერჩევასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრები არსებობდა, თავად სპორტსმენი კი კონფლიქტის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მე ხაბიბის მხარეს ვიყავი, არ მინდოდა, რომ ამას ნურმაგომედოვის კარიერაზე ცუდად ემოქმედა",-თქვა კეშტოვმა.

შეგახსენებთ ოქტომბერში ნურმაგომედოვმა პრინციპულ მეტოქე კონორ მაკგრეგორს მოუგო და UFC-ს საჩემპიონო ქამარი დაიცვა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.