ნადალი: ისეთი პრობლემები გადავიტანე, ჩოგბურთთან საერთო არ ჰქონია

ესპანელი მძიმე პერიოდს იხსენებს

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მიმდინარე სეზონში საკუთარი გამოსვლის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"მართალია, რომ ამ სეზონში ტიტული არ მომიგია, თუმცა მე ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავედი, ინდიან უელსზე და მონტე კარლოში კი ნახევარფინალში ვითამაშე.

მთლიანობაში, ცუდი სეზონი არ მაქვს. ტიტულისთვის ბრძოლაში მესამე ვარ, თუმცა გაცილებით მეტი პრობლემა მექნება, ვიდრე უწინ.

გამოწვევები საკუთარი თავის პოვნაში გვეხმარება. ბოლო 18 თვის განმავლობაში ბევრი პრობლემა შემექმნა. მქონდა აღმასვლები და დაღმასვლები. მაწუხებდა ბევრი ისეთი რამ, რაც ჩოგბურთს არც კი უკავშირდება. როცა ასეთი რაღაცები ხდება,  რთულია შეინარჩუნო სტაბილურობა და რიტმიდან არ ამოვარდე",-თქვა ესპანელმა ჩოგბურთელმა.

ამჟამად, ნადალი სამშობლოში მიმდინარე ტურნირზე მონაწილეობს. მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი ბარსელონას ღია პირველობის მერვედფინალშია, სადაც მეტოქედ თანამემამულე დავიდ ფერერი ჰყავს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.