სიონმა ტორპედო უქულოდ გაუშვა

ბოლნისელებმა ცხრილში ზევით აიწიეს

ეროვნული ლიგის მეათე ტურში, სიონმა ტორპედოს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

 

ანგარიში 29-ე წუთზე ქუთაისელებმა გახსნეს. ცინცაძის პასის შემდეგ, ზივზივაძემ ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო, ერთი მცველი მოატყუა და ზუსტი დარტყმით ისიანის კარი აიღო.

 

2 წუთში მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. სიხარულიას დარტყმის შემდეგ ბურთი ქუთაისელთა მცველს მოხვდა, შემდეგ უგულავას მიუვიდა, რომელიც კვასხვაძეს გასცდა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.

 

65-ე წუთზე შალამბერიძის შეგირდები წინ გავიდნენ. მარჯვნიდან კირკიტაძის ჩაწოდებულს უგულავა გამოეხმაურა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

 

დარჩენილ დროში ორივე კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, ბოლო წუთზე ლევან ისიანის შესანიშნავი სეივი. ახალგაზრდა მეკარემ თორნიკე კაპანაძეს არ მისცა გატანის საშუალება.

 

სიონმა 14 ქულით მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, ტორპედო კი 17 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.