ჩეკი ჩარჩოში

წლების შემდეგ დაბრუნებული ვალი

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა, თავის ყოფილ მწვრთნელს, 15 წლის წინ აღებული ვალი დაუბრუნა. პედი ბრეიდიმ მაკგრეგორს 70 ფუნტი მაშინ ასესხა, როცა ეს უკანასკნელი სანტექნიკოსობისთვის ემზადებოდა.

 

MMA Fighting-თან ამ უცნაური შემთხვევის შესახებ თავად ბრეიდიმ ისაუბრა და განაცხადა:

 

„ეს თანხა 15 წლის წინ ვასესხე. 70 ფუნტით ხელსაწყოები ვიყიდე, რომელიც სანტექნიკოსს სჭირდებოდა. კონორს კი ვალის დაბრუნებაზე არც უფიქრია“.

 

„ყოველი შეხვედრიდას ვახსენებდი, რომ ჩემი ემართა და ვეუბნებოდი: „არ დაგავიწყდეს, რომ ჩემი ვალი გაქვს“.

 

ირლანდიელმა მებრძოლმა როგორც იქნა პედის ჩეკი გამოუწერა, თუმცა ეს უკანასკნელი მის განაღდებას არ აპირებს. ბრეიდი გეგმავს ჩეკი კონორთან გადაღებულ ფოტოსთან ერთად ჩარჩოში ჩასვას და სავარჯიშო დარბაზში დაკიდოს.

 

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორმა ოქტაგონზე შესაძლო დაბრუნების შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, თუმცა ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება. ირლანდიელმა ბოლოს ხაბიბ ნურმაგომედოვთან იჩხუბა და ორთაბრძოლის შემდეგ ატეხილი შეხლა-შემოხლის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.