კეიტამ ლივერპულის რეკორდი დაამყარა

გვინეელი ნახევარმცველი პირველია

ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში, ლივერპულმა ჰადერსფილდი ენფილდზე - 5:0 გაანადგურა.

მატჩში ანგარიში მე-15 წამზე, მოჰამედ სალაჰის პასით ნაბი კეიტამ გახსნა.

24 წლის გვინეელი ნახევარმცველი ლივერპულის მხრიდან პრემიერლიგის ისტორიაში (1992 წლიდან) გატანილი ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.

ლივერპული, რომელმაც ამ სეზონში არაერთ მაჩვენებელში რეკორდი დაამყარა, პრემიერლიგის ისტორიაში ქულათა ერთ-ერთ საუკეთესო (პირად ისტორიაში საუკეთესო) რაოდებობას ფლობს. მიუხედავად ამისა, მერსისაიდელები 91 ქულით მეორე ადგილს იკავებენ და მანჩესტერ სიტის მინიმალური სხვაობით ჩამორჩებიან.