სისხლის ყივილი

დიდებული ფრანგი სპეციალისტი სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა

22 წელი ის არსენალს თავკაცობდა. ამ ხნის მანძილზე მან ლონდონურ კლუბში არაჩვეულებრივი ეპოქა შექმნა, მაგრამ წასვლის დროც დადგა. არსენ ვენგერი არსენალს თვალცრემლიანი გამოემშვიდობა და აგერ უკვე წელიწადი ხდება, რაც უმუშევარია.

 

როგორც ჩანს უქმობის პერიოდი დიდხანს აღარ გასტანს. ვენგერს კვლავ სამწვრთნელო სკამზე ეპატიჟებიან. საფეხბურთო კლუბი ლიონი მზად არის ფრანგ მწვრთნელს თავისთან უხმოს.

 

ლიონის ამჟამინდელი დამრიგებელი ბრუნო ჟენეზი სეზონის ბოლოს თანამდებობიდან მიდის. ამის შესახებ მან გუნდის ხელმძღვანელობას უკვე აცნობა. როგორც პოპულარული გამოცემა  L`equipe  წერს, ლიონს ვენგერისთვის შეთავაზება გაკეთებული აქვს და პასუხს ელის.

 

ლიონი, მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში მესამე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა. ფრანგულმა კლუბმა ბარსელონას ბარიერი ვერ გადალახა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.