დიდი ჩხუბის მოლოდინში

ვინ არის ჰაბიბის მეტოქე?

როგორც იქნა გაირკვა ჰაბიბ ნურმამეგადოვის მორიგი ჩხუბის თარიღი. რუსი მებრძოლი და UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში სასექტემბრო მუშტი-კრივისთვის ემზადება.

 

„მეტოქის ვინაობა ცნობილია. ეს დასტინ პორე იქნება და ბრძოლა 7 სექტემბერს ქალაქ აბუ-დაბიში შედგება. პორემ ეს დაპირისპირება სპორტული პრინციპების გათვალისწინებით სრულიად დაიმსახურა. ჩვენ მას ვაფასებთ და პატივს ვცემთ“ - უთხრა ჟურნალისტებს ჰაბიბის მამამ და პირადმა მწვრთნელმა აბდულმანან ნურმამეგადოვმა.

 

შეგახსენებთ, ჰაბიბი რინგზე ბოლოს 2018 წლის ოქტომბერში გავიდა და ირლანდიელი კონორ მაკკგრეგორი მიბეგვა, შემდეგ კი 9 თვიან დისკვალიფიკაციასაც გამოჰკრა ხელი.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.