მოდელი, რომელმაც ფეხბურთელი ჩოგბურთელზე გაცვალა

ვინ არის ალექსანდრე ზვერევის ახალი სიყვარული?

ის, მასზე თითქმის 10 წლით უფროსია. გერმანელ მოდელსა და ტელეწამყვანზე, ლენა გერკეზე მოგახსენებთ, რომელიც ალექსანდრე ზვერევთან სასიყვარულო ურთიერთობაში „შეიმჩნევა“.

 

 

პოპულარული ტაბლოიდი The Sun-ი გვატყობინებს, რომ რუსი წარმომავლობის გერმანელი ჩოგბურთელი ოლგა შარიპოვს დაშორდა და ახალი რომანი აქვსო. მსოფლიოს მესამე ჩოგანს კი ამჯერად გულში ლენა გერკე ჩავარდნია. პაპარაცებმა ზვერევი, გერმანელ ლამაზმანთან ერთად მიუნხენში ერთ-ერთ საქველმოქმედო მატჩის დროს ტრიბუნებზე დააფიქსირეს და მათი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრულს ნამდვილად არ ჰგავდაო. წყვილს უიქ-ენდიც ერთად გაუტარებიათ.

 

View this post on Instagram

Hi there

A post shared by Lena Gercke (@lenagercke) on

 

ლენა გერკე, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონის, სამი ხედირას მეგობარი გოგონა იყო. ისინი ერთად 4 წელი ცხოვრობდნენ და 2015 წელს დაშორდნენ. როგორც ჩანს, ლენა გერკე ახლა უკვე ალექსანდრე ზვერევის მკლავებში ნებივრობს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.