აგენტი: ბეილს კარიერის დასრულება აქ სურს

რეალის შემტევს ცხელი ზაფხული ელის

 

გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა მისი კლიენტის სამომავლო კარიერული გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, უელსის ნაკრების შემტევს კარიერის დასრულება მადრიდის რეალში სურს.

 

„ბეილი რეალზე 100%-ით ორიენტირებულია. ის მადრიდულ კლუბში თამაშს იმსახურებს. მისი სურვილია, რომ კარიერა ბლანკოსების რიგებში დაასრულოს“.-თქვა 29 წლის აგენტმა.   

 

ბეილი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა 2013 წელს, 100 მილიონ ევროდ, ანუ იმ დროისთვის სარეკორდო სატრანსფერო თანხად შეიძინა, მიმდინარე წლის ზაფხულში გუნდის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. საუთჰემპტონისა და ტოტენჰემის ყოფილმა ფეხბურთელმა რეალის მაისურით 234 მატჩი ჩაატარა, 102 გოლი გაიტანა და 14 ტიტული მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.