დე ლიხტმა ისტორია დაწერა

ოქროს ბიჭუნა 

ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში აიაქსი ტოტენჰემს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ეს ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე დონი ვან დე ბეეკმა გაიტანა.

 

აღნიშნულ შეხვედრაში ამსტერდამელებს ტრადიციულად მატიას დე ლიხტი კაპიტნობდა. ჰოლანდიელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც გუნდს ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში უკაპიტნა. მატჩისას იგი 19 წლის და 261 დღის გახლდათ.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მცველით ბარსელონა და რეალი სერიოზულად არიან დაინტერესებულნი. უცხოური წყაროების ცნობით, მისი ტრანსფერი ბლაუგრანაში უფრო რეალურია.

 

რაც შეეხება აიაქსისა და ტოტენჰემის დაპირისპირებას, ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 7 მაისს ამსტერდამში გაიმართება.