პროგნოზი: ბარსელონა-ლივერპული

პროგნოზი: ბარსელონა-ლივერპული

ბარსელონა-ლივერპული


დრო: 1 მაისი, ოთხშაბათი, 23:00 საათი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

სტადიონი: კამპ ნოუ (ბარსელონა)

 

საფეხბურთო სამყარო მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩის მოლოდინშია. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ხუთ-ხუთჯერ მომგები კლუბები თავიანთი შესანიშნავი გუნდებით უპირისპირდებიან.

ბარსელონა გასულ კვირას ლა ლიგის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა. გუნდმა ტიტული დაიცვა და ლა ლიგაში ლიდერის პოზიციიდან ფეხს 70 კვირაა არ იცვლის. ლეო მესის და ბიჭებს ბრწყინვალე ტრიპლეტის კიდევ ერთხელ შესრულებას მხოლოდ 4 გამარჯვება აშორებთ.

ლივერპული საკმაოდ უცნაურ სიტუაციაშია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს და დიდი ალბათობით თავს სარეკორდო 97 ქულას მოუყრის, შესაძლოა ჩემპიონობისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდეს. იურგენ კლოპის გუნდის მთავარი მეტოქე მანჩესტერ სიტია, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ საშინაო კედლებში სამივე ტიტულის მოგებას ცდილობს, რისი იდეალური შანსიც აქვს.



სატურნირო მდგომარეობა

ბარსელონა მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ერთადერთი წაუგებელი გუნდია. კატალონიელებმა 7 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს, 23 გოლი გაიტანეს და 5 გაუშვეს (საუკეთესო ბალანსი). ნახევარფინალამდე მოსასვლელ გზაზე ბარსას ისეთი მეტოქეები გადაეყარნენ, როგორებიც ინტერი, ტოტენჰემი, ლიონი და მანჩესტერ იუნაიტედი არიან.

ლივერპული სიკვდილის ჯგუფში მოხვდა და ფლეი ოფში მოსახვედრად პსჟ-სა და ნაპოლის დამარცხება დასჭირდა. კლოპს არც მერვედფინალში გაუმართლა და მიუნხენის ბაიერნს დაუწყვილდა, თუმცა მათსავე არენაზე (3:1) მოუგო და მეოთხედფინალში ნაცნობ მეტოქე პორტუს დაუპირისპირდა, რომელიც ორი მატჩის ჯამში - 6:1 გაანადგურა. მთლიანობაში, მერსისაიდელებმა 6 შეხვედრა მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და სამში დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება - 18:9.

 

სათამაშო ფორმა

მიმდინარე სეზონში ლივერპულიც და ბარსელონაც ევროპის გამორჩეული გუნდები არიან. კატალონიელებს - 22, ხოლო მერსისაიდელებს 19-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

ლივერპულმა ბოლო 12-დან 11 მატჩი მოიგო და ყველა მათგანში მეტოქეებს მინიმუმ ორი გოლი გაუტანა.

ბარსელონამ ბოლო ცხრა შეხვედრიდან შვიდში კარი მშრალად შეინახა.

კამპ ნოუზე ბლაუგრანა ბოლოს 2018 წლის ნოემბერში, ბეტისთან - 3:4 დამარცხდა, მას მერე გუნდმა 19 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 16 კი მოიგო. საშინაო კედლებში ბარსამ ზედიზედ 8 შეხვედრა მოიგო, აქედან 7-ში მეტოქეთა კარი სულ მცირე 2-ჯერ აიღო, თავად კი 5-ჯერ გოლი არ გაუშვა.

არანაკლებ კარგი შედეგი აქვს ლივერპულს სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში. კლოპის გუნდმა მეტოქის მოედანზე ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო და ცხრამატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ლივერპულმა სტუმრად ბოლო 5 მატჩში მეტოქეებს სულ მცირე ორი გოლი გაუტანა.

ბარსელონა ჩემპიონთა ლიგაში ბოლო ათ მატჩში დაუმარცხებელია.

ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამ თამაშში ორივე ტაიმი მოიგო.

ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი მატჩი მოიგო და ყველა მათგანში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგაში საშინაო არენაზე ბარსელონას 31 მატჩია არ წაუგია (28 მოგება 3 ფრე).

 


ურთიერთშეხვედრები

გუნდები ერთმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ, სამი მატჩი ლივერპულმა მოიგო, 2 ბასელონამ, ერთი კი ფრედ დასრულდა.


გუნდებს შორის ბოლო ოფიციალური დაპირისპირება 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში შედგა. ორი მატჩის ჯამში, ფრე - 2:2 დაფიქსირდა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით მეოთხედფინალური ეტაპის საგზური ინგლისურ კლუბს დარჩა.

გუნდების 7 მატჩიდან ხუთში, გოლის გატანა მხოლოდ ერთმა მეტოქემ მოახერხა.

2016 წელს, ამხანაგურ მატჩში, ლივერპულმა ბარსელონა - 4:0 დაამარცხა (მანე, ორიჯი, გრუიჩი, მასკერანოს ავტო-გოლი).


ფაქტები მატჩის შესახებ

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგაში ინგლისური მეტოქეების წინააღმდეგ ბოლო 15 შეხვედრიდან ერთადერთი წააგო - 11 მოგება, 3 ფრე. მიუხედავად ამისა, მერსისაიდელებს თავის დამშვიდება იმ ფაქტით შეუძლიათ, რომ ლივერპული ერთადერთი ინგლისური გუნდია, რომელმაც ბარსელონა შინ (ორჯერ) დაამარცა. ბარსელონა შინ ინგლისური კლუბების წინააღმდეგ - 21 მოგება, 11 ფრე, 2 მარცხი. 


ლივერპული განსაკუთრებით ლიონელ მესის უნდა უფრთხილდეს. ადამიანს, რომელიც 34 გოლით ევროპის ოქროს ბუცის (მეექვსედ) მოგების მთავარი კანდიდატია და 10 ბურთით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.

ლივერპულის მხრიდან შესანისნავ ფორმაში არიან სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი. პრემიერლიგაში ორივე ფეხბურთელმა უკვე მინიმუმ 20 გოლის გატანა მოახერხა. ეგვიპტელმა ფარაონმა ლივრპულისთვის არასრულ ორ სეზონში 100 გოლის გატანა შეძლო.

იურგენ კლოპს ბარსელონას წინააღმდეგ სამწვრთნელო კარიერაში ოფციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ლივერპულის წინააღმდეგ ორი ყოფილი შემტევი ლუის სუარესი და ფილიპე კოუტინიო ითამაშებენ, რომლებიც პირდაპირ ბარსელონაში გადაბარგდნენ.



მატჩისწინა კომენტარები

იურგენ კლოპი, ლივერპულის მთავარი მწვრთნელი: " ჩვენ არა მხოლოდ მესის, არამედ მთლიანად ბარსელონას შეჩერება მოგვიწევს. მათ შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ისინი უკვე ჩემპიონები არიან. სეზონის წინ ლეო მესიმ თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის თასის ბარსელონაში დაბრუნება იქნებოდა, თუმცა ფინალში გასვლა ჩვენც არანაკლებ გვსურს. არ ვთვლი, რომ წილისყრაში ყველაზე მეტად არ გაგვიმართლა. ბევრი გუნდი თამაშობს ბარსელონას წინააღმდეგ და ზოგიერთი მათთვის მტკივნეული დარტყმის მიყენებას ახერხებს. ჩვენ ბარსელონას ბოლო მატჩები ვნახეთ, სოსიედადმაც და ლევანტემაც სწორად ითამაშეს, თუმცა ბარსელონამ მოიგო. 


ერნესტო ვალვერდე, ბარსელონას მთავარი მწვრთნელი: "ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, ამას მეტოქე არ გვაპატიებს. ლივერპულს 15 წუთში შეუძლია გაგვანადგუროს. ჩელსის დამარცხება მათ სწორედ მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში მოახერხეს. უნდა შევძლოთ და მსგავს წნეხს გავუმკლავდეთ, რათა გოლები არ გავუშვათ. ლივერპული ისეთივე ძლიერი და მსგავსი იდეალების მქონე გუნდია, როგორიც შარშან. მათ არ შეუცვლიათ ბევრი ფეხბურთელი, თუ არ ჩავთვლით მეკარესა და ნები კეიტას. წინა სეზონის ფინალის გათვალისწინებით, მათ გადამწყვეტი მატჩების ჩატარების გამოცდილება აქვთ".


დანაკლისი

შეიძლება ითქვას, რომ მასპინძელი გუნდი ამ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. თუ არ ჩავთვლით რაფინიას, რომელიც გუნდს თითქმის მთელი სეზონია აკლია, ერნესტო ვალვერდეს არჩევანის სრული თავისუფლება აქვს. 


რაც შეეხება იურგენ კლოპს, მას ოქსლეიდ-ჩემბერლეინი და ჯო გომესი გამოუჯანმრთელდა, თუმცა ფაბინიოსა და ფირმინოს თამაში საეჭვო იქნება.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ტერ-შტეგენი (მეკარე); ალბა, ლენგლე, პიკე, სემედუ (მცველები); არტური, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ნახევარმცველები); კოუტინიო, სუარესი, მესი (თავდამსხმელები).


მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე (ესპანეთი).

ალისონი (მეკარე); რობერტსონი, ვან დეიკი, მატიპი, ალექსანდერ-არნოლდი (მცველები); ჰენდერსონი, ვეინალდუმი, კეიტა (ნახევარმცველები); სალაჰი, ფირმინო, მანე (თავდამსხმელები).

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი (გერმანია).




პროგნოზი

ბარსელონა ტრიპლეტის მოგებისკენ მიიწევს. გუნდს სეზონის სტარტზე მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება ჰქონდა დასახული. ბარსამ სხვა ყველა ფრონტზე თითქმის ყველაფერი სათავისოდ გადაწყვიტა და მთავარ ტრიუმფს ორი ნაბიჯი აშორებს.

კატალონიელები საშინაო არენაზე გამოდიან, სადაც გუნდი 2013 წლის შემდეგ არ დამარცხებულა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ლივერპული ორ ფრონტზე იბრძვის და პრემიერლიგის მოგებას ებღაუჭება. ესეც ყოფილი ბარსელონელის პეპ გვარდიოლას და მისი მანჩესტერ სიტის დამსახურებაა.

იქიდან გამომდინარე, რომ განმეორებითი შეხვედრა ენფილდზე უნდა გაიმართოს, ესპანელები ინგლისში გამგზავრებას დამაჯერებელი უპირატესობით შეეცდებიან. საშინაო კედლებში უპასუხოდ გაშვებული გოლი ბარსელონასთვის ფაქტობრივად დამღუპველი იქნება.


ბარსელონა მოიგებს @1.95#mce_temp_url#

ბარსელონა გოლს არ გაუშვებს @2.75#mce_temp_url#

 



სავარაუდო ანგარიში: 2:0 @9.50#mce_temp_url#




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.