რა ცვლილებები იგეგმება უიმბლდონზე

...და როდიდან აღარ იქნება სავალდებულო თეთრი ფერის ტანისამოსი?

სულ მალე, 2019 წლის სეზონის პირველი დიდი სლემის გათამაშება დაიწყება. რამდენიმე კვირაში სტარტს როლან გაროსი აიღებს და მიუხედავად შედარებით არასახარბიელო სპორტული ფორმისა, ბულონის ტყეში ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად მაინც გრუნტის მეფე - რაფაელ ნადალი მიიჩნევა.

 

შემდეგ კი უკვე ბალახის საფარზე გადავინაცვლებთ და უიმბლდონის დროც მოვა, რომელიც 1 ივლისს დაიწყება და ორი კვირის განმავლობაში გასტანს.

 

ამასობაში, ტურნირის ორგანიზატორები და სპონსორები წლევანდელ უიმბლდონზე გარკვეულ ცვლილებებს გეგმავენ. პირველ რიგში საპრიზო ფონდზე ვთქვათ. ტურნირის გამარჯვებული 100 ათასი ფუნტით მეტს ჩაიჯიბავს, ვიდრე ეს შარშან იყო. 2018 წელს, ქალთა და ვაჟთა შორის უიმბლდონის ჩემპიონებმა ანჟელიკ კერბერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2,35 მილიონი ფუნტი ანუ 2.73 მილიონი ევრო აიღეს.

 

ამჟამად უიმბლდონზე მხოლოდ ცენტრალური კორტია გადახურული. წლევანდელ ტურნირზე კი ნომერ 1 კორტსაც დაადგამენ სახურავს. თამაშები ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე დაიწყება, ხოლო მეხუთე გადამწყვეტ სეტში თუ ანგარიში 12:12 გახდება გამარჯვებული ტაიბრეიქის მეშვეობით გამოვლინდება.

 

რაც შეეხება, უიმბლდონის ტრადიციას - ჩოგბურთელებს კორტზე აუცილებლად თეთრი ფერის ტანისამოსი ეცვათ, ორგანიზატორები ამ წესს ხელუხლებელს ტოვებენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.