ჰაბიბი მიდის [ვიდეო]

ნურმაგომედოვი კარიერის დასრულებას ეშურება

ბრძოლა წესების გარეშეს მოყვარულთ ეცოდინება, რომ ირლანდიელმა კონორ მაკკგრეგორმა ამას წინათ კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა რამდენიმე დღეში გადაიფიქრა და ჰაბიბ ნურმაგომედოვი კვლავ რინგზე გამოიწვია.

 

რუსი მებრძოლი ალბათ ამ გამოწვევას არ დათანხმდება. ყოველშემთხვევაში ამის შესახებ საჯაროდ არაფერი თქმულა და ჰაბიბის უახლოესი ბრძოლაც უკვე დაგეგმილია. მსუბუქ წონაში UFC-ის ჩემპიონი 7 სექტემბერს დასტინ პორესთან იჩხუბებს.

 

 

რაც შეეხება ჰაბიბის სხვა მეტოქეებს ჯერ მათი ვინაობა უცნობია, თუმცა ის კი გაირკვა თუ როდის დაასრულებს ნურმაგომედოვი აქტიურ სპორტულ კარიერას. ჰაბიბის მამა და მწვრთნელი ფიქრობს, რომ მისი ვაჟი სულ 3 ბრძოლას გამართავს და შემდეგ ამ საქმეს შეეშვება. „ჰაბიბი კიდევ 3-ჯერ იჩხუბებს. შეიძლებოდა 4 ბრძოლაზეც გვეფიქრა, მაგრამ საბოლოოდ ასე შევჯერდით“ - ამბობს უფროსი ნურმაგომედოვი.

 

30 წლის ჰაბიბმა კარიერის მანძილზე 27 ბრძოლა გამართა და ყველა მოიგო.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.