6:6 გერმანიაში (+VIDEO)

ერთი სასწაული მატჩი უნდა გავიხსენოთ თავისი ვიდეოთი. 1984 წელი, გფრ–ის თასის ნახევარფინალი. შეხვედრა 6:6 დასრულდა! 

თან, ვის შორის – შალკე ბაიერნს მასპინძლობდა. გოლების წუთები ნახეთ და მიხვდებით, რა ამბავი იქნებოდა...  

 

წარმოიდგინეთ, მე–20 წუთზე უკვე 2:3 იყო. 5 გოლი საწყის 20 წუთში. თუმცა ჯერ სად ხარ, 4:4 მორჩა და დამატებითი დრო დაინიშნა, იქ კი ბოლო 8 წუთში 4 გოლი გავიდა. ბაიერნი დიტერ ჰიონესის გოლებით ორჯერ დაწინაურდა და შალკემ ორივეჯერ გაათანაბრა.

 

ოლაფ ტონი – მან გადაარჩინა თამაში, შალკეს ლეგენდა გახლდათ, 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. სხვათა შორის, 6 წელი ბაიერნშიც ითამაშა.  

 

შალკე–ბაიერნი 6:6

 

გოლები: 0:1 კ–ჰ. რუმენიგე (3), 0:2 მატი (12), 1:2 კრუზე (13), 2:2 ტონი (19), 2:3 მ.რუმენიგე (20), 3:3 ტონი (61), 4:3 შტიხლერი (72), 4:4 მ.რუმენიგე (80), 4:5 დ.ჰიონესი (112), 5:5 დიტცი (115), 5:6 დ.ჰიონესი (118), 6:6 ტონი (120+3)

 

ფინალში ბაიერნი გავიდა. ერთი კვირის თავზე გუნდებმა მიუნხენში ითამაშეს და მასპინძლებმა 3:2 იმარჯვეს. ბაიერნს იმ დროს უდო ლატეკი წვრთნიდა, ლიდერი კი კარლ–ჰაინც რუმენიგე გახლდათ. ასევე, დანიელი სიორენ ლერბი, კლაუს აუგენტალერი, კარში ჟან–მარი პფაფი...  

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.