მილანში რეკორდმაისტერი მოუნდათ

როსონერის ახალი სამიზნე ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერია

არახალია, რომ მილანი ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელები სეზონის დასრულების შემდეგ ბაიერნიდან ტომას მიულერის გადაბირებას შეეცდებიან. ამის შესახებ Kicker-დან შევიტყვეთ.

 

თავის მხრივ მიუნხენელთა დატოვებას მიულერიც არ გამორიცხავს, რადგან გუნდში თავს ძველებურად კარგად ვეღარ გრძნობს. 29 წლის ფეხბურთელი მთელი კარიერა სწორედ რეკორდმაისტერებისთვის ირჯება. იგი ბაიერნის მთავარ გუნდში 2009 წლის ზაფხულიდან გამოდის და გუნდთან ერთად ყველა ტიტული მოიგო, რაზეც კი ხელი მიუწვდებოდა. მიმდინარე სეზონში მიულერმა 45 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.