ბითაძე სერბეთს დაუბრუნდა

მეგა ბიმაქსს თითო მოგება-წაგება აქვს

ადრიატიკის ლიგის დასრულების შემდეგ გადამწყვეტი ეტაპით გაგრძელდა სერბეთის ჩემპიონატი, რომლის დასკვნით ფაზაშიც გუნდები ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი. კალათბურთის მოყვარულთ ეცოდინება, რომ  გოგა ბითაძე  მეგა ბიმაქსში დაბრუნდა და ამ გუნდს ეხმარება სერბეთის პირველობაზე.

 

მეორე ტურის მატჩში, მეგამ  ნოვი პაზარს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 97:95 დაამარცხა. 212 სმ სიმაღლის ქართველმა ცენტრმა 19 წუთი ითამაშა, 10 ქულა 4 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. მას სათამაშო დრო გაცილებით მეტი ექნებოდა 5 პერსონალური შენიშვნა რომ არ მიეღო.

 

ბითაძის გუნდს თითო მოგება-წაგება აქვს. მის ჯგუფში 6 გუნდია.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.