გახდი ლიდერის საუკეთესოები

აპრილის თვის გამარჯვებულების დაჯილდოება

კომპანია ლიდერბეთის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი - გახდი ლიდერი მეორე თვის გამარჯვებულებს აჯილდოებს.  პროექტი, რომელიც სტუდენტებს დასაქმებაში, საკუთარი ნიჭის საუკეთესოდ დემონსტრირებაში ეხმარება.

 

პროექტი, რომელიც სამაგალითოა. პროექტი, რომელიც უკვე საკმაოდ წარმატებულია. 

 

პროექტი, რომელმაც სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.


 

გასართობ ცენტრ Ballroom-ში აპრილის თვის საუკეთესოების დაჯილდოება შედგა.

 

აპრილის თვის გამარჯვებულები გახდნენ: თათია მურაჩაშვილი, ცოტნე მრევლიშვილი და გიორგი ბერიძე.

 

ფინალში ყოველი თვის (მარტი, აპრილი, მაისი) 3-3 საუკეთესო სტუდენტი გავა. თითო სტუდენტი ნახვების რაოდენობით (რეიტინგით) და 2-2 ამ კონკურსისთვის სპეციალურად შექმნილი ჟიურის გადაწყვეტილებით. კიდევ ერთი მონაწილე ველურ ბარათს მიიღებს.

 

 

მაისში, კონკურსის გამარჯვებული 2 000 ლარით დაჯილდოვდება, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასულები შესაბამისად, 1 500 და 1 000 ლარით დასაჩუქრდებიან. პირველ ადგილზე გასული ყოველთვიურად ლიდერსპორტის პორტალზე 1 წლის განმავლობაში სოლიდურ ხელფასსაც მიიღებს.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.