ციციპასი მესამეა

ასეთ შედეგს ბერძენის გარდა მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა მიაღწია

 

ბერძენი სტეფანოს ციციპასი მესამე ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 2019 წელს ATP-ის ეგიდით გამართული მინიმუმ 20 მატჩი მოიგო.

 

მსოფლიოს მე-10 ჩოგანმა ბოლოს პორტუგალიაში, ეშტორილში მიმდინარე ტურნირზე არგენტინელი გვიდო ანდრეოსი ორ სეტში - 6:3, 6:4 დაამარცხა.

 

აქამდე, მიმდინარე სეზონში, მსგავსი შედეგი მხოლოდ ორმა ჩოგბურთელმა არგენტინელმა გვიდო პელამ (21 მოგება 30 მატჩიდან) და რუსმა დანიელ მედვედევმა (25 მოგება 33 მატჩიდან) დააფიქსირა. 

 

პელა ATP რეიტინგში 26-ე, ხოლო მედვედევი მე-14 ნომერია. 

 

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.