თელასს ფინალამდე ერთი გამარჯვება აშორებს

ფუტსალის ლიგის ნახევარფინალი

ქუთაისის სპორტის სასახლემ ფუტსალის  ლიგის ½ ფინალური სერიის განმეორებით შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ქუთაისის მართვე თელასს დაუპირისპირდა.  დაძაბული და სანახაობრივი მატჩი სტუმართა გამარჯვებით ანგარიშით 5:3 დასრულდა. ამ  მოგებით თელასი პლეი-ოფში ორი მოგებით დაწინაურდა.

 

შეხვედრაში ანგარიში მატჩის მეცხრე წუთზე მასპინძლების კაპიტანმა თამაზ გოგსაძემ გახსნა, მეცამეტე წუთზე წონასწორობა ნუკრი ჭუმბურიძემ აღადგინა,  17-ე და 20-ე  წუთზე ოთარ ბერეჩიკიძემ და თეიმურაზ ტყეშელაშვილმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდეს (3:1). მეორე ნახევარში   სურათი რადიკალურად შეიცვალა „ენერგეტიკოსებმა“ მეტოქეს უპირატესობით შეუტიეს  რა დროსაც  ჯერ ანგარიშში სხვაობა შეუმცირეს, ხოლო შემდეგ ზურაბ ლუკავას, ამირან ცხომარიას(2) და გიორგი სოზაშვილის გოლებით გათანაბრება  და  წინ გასვლაც მოახერხეს. ½ ფინალური სერიის  მესამე მატჩი 10 მაისს თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

 

 

შოთა თოფურია, თელასი: „პირველ რიგში  მინდა  აღვნიშნო მეტოქე გუნდის  ძალიან  კარგი თამაში.  ძალიან  მოუმატეს ბიჭებმა. რაც  შეეხება  პირველ ტაიმს ვერ  გამოვავლინეთ  ჩვენი თავი და  გვაჯობა  მეტოქემ,  შესვენებაზე  მწვრთნელის  დარიგებები გავითვალისწინეთ  და აქცენტი 5/4-ზე შეტევაზე  გავაკეთეთ, რამაც გაამართლა  და ჩემი აზრით  ამ ყველაფრის  ხარჯზეც  მოვიგეთ, თორე  ძალიან გაგვიჭირდებოდა.  მესამე  თამაშს  რაც შეეხება ვეცდებით რომ უკეთესად მოვემზადოთ  და  თავიდანვე  ისეთი შედეგი დავდოთ  როგორიც  ჩვენთვის  მისაღებია და  შემდეგ  ფინალზე  ვიფიქროთ.“

 

 

ოთარ ბერეჩიკიძე, მართვე: მადლობა მინდა ვუთხრა  ჩემს  გუნდელებს და გულშემატკივარს, ასევე  მეტოქეს, პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის  უპირატესობით  მიმდინარეობდა  რაც  შედეგზეც  აისახა, 3:1 ვიგებდით, მეორე  ტაიმში ვირწმუნეთ  რომ  ისევ  ისე  ვითამაშებდით  როგორც  პირველ  ტაიმში, თუმცა გამოცდილებამ  მაინც  თავისი გააკეთა. ჩვენი ძლიერი  მხარე  5/4 შეტევა  არ არის, შესაბამისად  ამ ტაქტიკამ დაგვამარცხა.

 

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერიიის  პირველ დაპირისპირებაში თელასმა „მართვე“ დამაჯერებელი ანგარიშით 5:0 დაამარცხა.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ წყვილს TMC თსუ-ს დაპირისპირებაში ანგარიში თანაბარია 1:1.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.