დაცემა - სადაა მსოფლიოს უძველესი კლუბი?

ფეხბურთის ისტორიაში უძველესი კლუბი ნოთს ქაუნთი პირველად გავარდა პროფესიული ლიგიდან.

 ეს გუშინდელ ტურში მოხდა: ნოთს ქაუნთი რანგით მეოთხე ლიგიდან გავარდა და ნახევრადპროფესიულ ლიგაში ითამაშებს.

 

ნოთს ქაუნთი 1862 წელს დაარსდა ქალაქ ნოტინგემში, 1888 წელს კი სწორედ ამ კლუბის ხელმძღვანელები იყვნენ ინგლისის საფეხბურთო ლიგის დამფუძნებლები.

 

ინგლისის მთავარ ლიგაში გუნდმა ბოლოს 1992 წელს ითამაშა. სხვადასხვა დროს ნოთს ქაუნთიში ითამაშეს დიქსი დინმა, ალან სმიტმა, კასპერ შმაიხელმა, მარტინ ონილმა, ჯერმეინ პენანტმა, სოლ კემპბელმა, სტივ ფინანმა...

 

ასე დაეცა 157 წლის კლუბი.