ლორია მალე დაიწყებს: ნაკრებიც ვნახოთ...

გიორგი ლორიას ტრავმა აქვს და ამიტომაც არ თამაშობს ბოლო პერიოდში. 

ბოლოს 29 მარტს მაგდებურგი-ჰაიდენჰემის შეხვედრაში იდგა კარში. თუმცა საშიში არაფერია და მალე მწყობრში იქნება.

 

"სანამ 100 პროცენტით მზად არ იქნება, არ არის საჭირო დაჩქარება. მინდა, რომ მოედანზე ყველა ისეთი ფეხბურთელი მყავდეს, რომელიც სრულყოფილ ფორმაში იქნება" - განაცხადა მაგდებურგის მწვრთნელმა მიხაელ იონინგმა.  

 

7 და 10 ივნისს სანაკრებო მატჩები გველის: შინ გიბრალტართან და გასვლაზე დანიასთან. ლორია სანაკრებოდ, ალბათ, მზად იქნება. თუ კიდევ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.

 

ლორიამ მეორე ბუნდესლიგის მაგდებურგში 9 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაუშვა. საქართველოს ნაკრებშიც, ერთა ლიგასა და ევროშესარჩევის განვლილ ორ შეხვედრაშიც უცვლელად ლორია იდგა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.