სალაჰი ბარსელონასთან საეჭვოა

ლივერპულში გამოკვლევის პასუხებს ელოდებიან

პრემიერლიგის 37-ე ტურში ლივერპული ნიუკასლს ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან გოლები ვან დეიკმა, სალაჰმა და ორიჯმა გაიტანეს, კაჭკაჭებიდან კი თავი ატსუმ და რონდონმა გამოიჩინეს.

 

აღნიშნულ შეხვედრაში მერსისაიდელებმა ლიდერი დაკარგეს. 73-ე წუთზე მოჰამედ სალაჰი მეკარესთან შეჯახებისას მძიმედ დაშავდა და საკაცით გაიყვანეს. ეგვიპტელს სამედიცინო გამოკვლევას ჩაუტარებენ და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი შეძლებს თუ არა ბარსელონასთან თამაშს.

 

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/2 ფინალი ლივერპულმა ბლაუგრანასთან 0:3 დათმო, განმეორებითი მატჩი კი 7 მაისს გაიმართება.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.