მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება [ვიდეო]

ქართველმა მებრძოლმა დაუმარცხებელი დაამარცხა

UFC-ის მორიგი ორთაბრძოლები ოტავაში გაიმართა. ქართველმა მერაბ დვალიშვილმა კიდევ ერთი  ბრძოლა წარმატებით დაასრულა. მან აქამდე დაუმარცხებელ კანადელ ბრედ კატონას სძლია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. დვალიშვილმა პირველ რაუნდში მეტოქეს აჯობა, კანადელი პარტერში გადაიყვანა და რამდენჯერმე დაარტყა.

 

ანალოგიურად გაგრძელდა მეორე რაუნდი, პარტერში ქართველის უპირატესობა აშკარა იყო. დვალიშვილი შეტევაზე იყო ორიენტირებული, კანადელი კი ცდილობდა, რომ ქართველს რაც შეიძლება ნაკლები დარტყმა განეხორციელებინა. მეორე რაუნდი დვალიშვილმა გდებით დაასრულა.

 

 

 

მესამე რაუნდში ვითარება არ შეცვლილა, დვალიშვილმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა UFC-ში მეორე ბრძოლა მოიგო, რის შემდეგაც  მან განაცხადა, რომ მარცხის შემთხვევაში UFC-ის დატოვება მოუწევდა:'

 

 

ზედიზედ მეორედ გამარჯვების მოპოვება შესანიშნავი გრძნობაა, თუმცა შეხვედრა საკმაოდ რთული გამოვიდა.მარცხის შემთხვევაში UFC-ის დატოვება მომიწევდა, თუმცა მოვახერხე მოგება, გამარჯვებულებს  კი არ ასამართლებენ. დიდი მადლობა ჩემს გუნდს, მათთან ერთად ვშრომობ. აქ თქვენი დამსახურებით ვარ. ბედნიერი ვარ ჩემს სამშობლოსთან ერთად, საქართველო საუკეთესო ქვეყანაა!''




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.