რიბერი: ეს ახდენილი ოცნება იყო

12 წლიანი ზღაპარი სრულდება

საფეხბურთო კლუბმა მიუნხენის ''ბაიერნმა'' ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ფრენკ რიბერი მიუნხენურ გრანდს დატოვებს. ფრანგი ფეხბურთელის 12-წლიანი ბავარიული კარიერა სრულდება.

 

36 წლის ფეხბურთელი ''ბაიერნში'' 2007 წელს ჩაირიცხა. მას შემდეგ რიბერი 8-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ხუთჯერ კი გერმანიის თასი მოიგო.

 

ევროასპარეზზე ყველაზე წარმატებული 2012-13 წლების სეზონი გამოვიდა, როცა მიუნხენის ''ბაიერნი'' ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

 

''ბაიერნში 12 წელი გავატარე, ეს იყო დიდებული დრო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის.''ბაიერნში'' კიდევ სამი კვირა ვიქნები. არ მინდა ბევრი ფიქრი იმის შესახებ თუ რა იქნება შემდეგში, რადგან მსურს მოედანზე კვლავ მივიღო სიამოვნება თანაგუნდელებთან ერთად. შემდეგ სეზონთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა არ მაქვს. არ ვიცი სად გავაგრძელებ კარიერას.

 

ბაიერნთან ერთად უამრავი ტიტული მოვიგე, თუმცა კლუბში მოსვლაც ჩემთვის ახდენილი ოცნება იყო. ამ პერიოდში კლუბთან ერთად 20-ზე მეტი ტიტული მოვიგე. იმედი მაქვს მიმდინარე სეზონს ტიტულებით დავასრულებთ.

ბაიერნში მოსვლიდან მოყოლებული კლუბის ქომაგებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ყოველთვის ვცდილობდი მათთვის დიდი სიხარული მომენიჭებინა.'' - ასე დაემშვიდობა ფრანგი ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.