ვერ იყო ლამაზი საქციელი... (+VIDEO)

მაინცდამაიანც ლამაზი საქციელი ვერ გამოუვიდა ინგლისელ ფეხბურთელს.

ინგლისის რანგით მესამე ლიგაში პლიმუთმა 3:2 მოუგო სკანთორპს. ერთ ეპიზოდში პლიმუთის მეკარე მეთ მეისმა ტრავმა მიიღო, ბურთს აუტზე აგდებდა და ექიმს ელოდებოდა...

 

მაგრამ სკანთორპის თავდამსხმელმა ჯოშ მორისმა მიუსწრო ბურთს და თავზე გადაუგდო მეკარეს. მეტოქე ფეხბურთელებს შორის ჩხუბი დაიწყო. პლიმუთის Twitter–ზე კი დაწერეს, რომ მსგავსი არასპორტული საქციელი არასოდეს უნახავთ.

 

ისე, ორივე გუნდი გავარდა რანგით მეოთხე ლიგაში. სკანთორპმა კი ბოდიში მოიხადა მორისის საქციელის გამო.   

 

 

მომენტი 1:04–დან