დავით ხოჭოლავა: საქართველოშიც დავკარგეთ ტერიტორიები, რასაც მტკივნეულად ვიხსენებთ

დონეცკის შახტარისა და საქართველოს ნაკრების ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინულ Xsport–ს ესაუბრა. ზოგადი ინტერვიუ იყო, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომზეც.  

„უკრაინაში უფრო დიდხანს გაგრძელდა საომარი სიტუაცია. საქართველოშიც დავკარგეთ ტერიტორია და ყოველთვის მტკივნეულად ვიხსენებთ. ბოლოს, 2008 წელს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერავინ მიხვდა, როგორ და რატომ.

 

...სამი დღე იმუქრებოდნენ, რომ თბილისში შემოვიდოდნენ. დედაქალაქის შემოგარენთან უკვე ტანკებიც იდგა.  ჩემი ოჯახი თბილისიდან 400 კილომეტრის სიშორეზე, ბათუმში ისვენებდა. მე კი შეკრებაზე ვიყავი გუნდში. აღმოჩნდა, რომ ჩვენ საომარი ტერიტორია გვყოფდა. ტანკები იდგა.

 

...მტკივნეული ისაა, რომ ტერიტორია დავკარგეთ. დავკარგეთ ხალხი. ისინი ომს შეეწირნენ. საქართველო და უკრაინა ამ მხრივ ერთმანეთს ჰგვანან, ერთნაირი სიტუაციაა და ერთი და იგივე ხალხისგან“.

 

ხოჭოლავამ თქვა, რომ ბავშვობაში ბრაზილიის ნაკრებში თამაშზე ოცნებობდა. ეს, როცა ძალიან პატარა იყო...   

 

„ეგაა, მამაჩემმა ბრაზილიის პასპორტი ვერ გამიკეთა, თორემ ბრაზილიის ნაკრებში ვითამაშებდი...“ (რა თქმა უნდა, ხუმრობით). ცოტა რომ გავიზარდე, რა თქმა უნდა, თბილისის დინამო იყო ჩემი ოცნების გუნდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ იქ მოვხვდი. თანაც, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი". 

 

ქართველმა მცველმა თქვა, ცხოვრებაში მშვიდი ვარ, მოედანზე აგრესიული კი ვხდები და უმეტესობა გაფრთხილებებისა სწორედ მსაჯებთან ლაპარაკისთვის მაქვს მიღებულიო.

 

და რომელი ქვეყნის ჩემპიონატში ითამაშებდა?

 

„ინგლისში სიამოვნებით წავიდოდი, ეს ჩემი ოცნებაა. სტადიონი, ქომაგობა, ტემპი: ყველაფერი კარგია. მახსოვს, თბილისის დინამოში რომ ვიყავი, ტოტენჰემი შეგვხვდა ევროპა ლიგაზე. 20 წლისა ვიყავი. ლონდონში ვითამაშე. მაშინაც ძლიერი იყო ტოტენჰემი. ჰარი კეინი ჯერ ახალგაზრდა იყო. მეორე თუ მესამე მატჩს ატარებდა. მაგარი პირველად მოხდა, რომ სტადიონზე ამდენი ხალხი დავინახე და სულ სხვა გრძნობა იყო“.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.