წასვლის ზღვარზე

ფეხბურთელები, რომლებიც ზაფხულში დიდი ალბათობით ახალ გუნდში გადავლენ

ზაფხული მოახლოვდა და სატრანსფერო ციებ-ცხელებამაც იმატა. ახლაც, ტრადიციულად არაერთი ჭორ-მართალი იწერება. უცხოელი ტაბლოიდები ვარსკვლავებს გუნდის გამოცვლას უწინასწარმეტყველებენ.

 

აქ იმ ფეხბურთელთა ათეულს შემოგთავაზებთ, რომლებზეც ზაფხულში დიდი მოთხოვნა იქნება.

 

ედენ აზარი (ჩელსი) - აზარი ბოლო წლებში ჩელსის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. იგი მსოფლიოს გამორჩეულ ფეხბურთელებში მოიაზრება და მას მილიონობით გულშემატკივარი ჰყავს. შარშან ზაფხულიდან მოყოლებული დიდია იმის ალბათობა, რომ ბელგიელმა ჩელსი დატოვოს. მისით პსჟ და რეალი ინტერესდებიან. აქვე გეტყვით, რომ ბლანკოსში თამაში ფეხბურთელსაც სურს, გარდა ამისა ზინედინ ზიდანი მისი კუმირია და ზიზუსთან მუშაობის ვარიანტი ედენს ძალიან ხიბლავს.

 

 

ნგოლო კანტე (ჩელსი) - 2016 წელს ლესტერი პრემიერლიგის გამარჯვებული გახდა, რაშიც კანტეს წვლილი უდიდესი იყო. მას მერე ფეხბურთელი პროგრესს არ წყვეტს და დღეს ყველა გუნდისთვის სასურველი საყრდენია. აზარის მსგავსად მისი გადაბირებაც მადრიდის რეალს სურს. მეტიც, როგორც ზიდანი აცხადებს, ჩელსის მეშვიდე ნომერი, მისი მთავარი სატრანსფერო ობიექტია.

 

 

რაფაელ ვარანი (რეალი) - ბოლო 1 თვეში რამდენჯერმე დაიწერა, რომ ვარანს რეალიდან წასვლა სურს. ფრანგის თქმით იგი ესპანეთიდან გადაბარგებაზე და ძალების ახალ ჩემპიონატში მოსინჯვაზე ფიქრობს. აქვე გეტყვით, რომ ვარანით მანჩესტერი, პსჟ და იუვენტუსი არიან დაინტერესებულები.

 

 

დავიდ დე ხეა (მანჩესტერი) - მიუხედავად იმისა, რომ დე ხეა ამ სეზონში არცთუ ისე დამაჯერებელია, იგი მაინც მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება. მანჩესტერი მას ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა ესპანელი გაზრდილ ჯამაგირს ითხოვს და ხელშეკრულებას ხელს არ აწერს. აქედან გამომდინარე გამორიცხული არაა მანკუნიელთა კარის დარაჯმა მომავალი სეზონიდან ახალი გუნდის მაისურა მოირგოს. დე ხეაც იმ ფეხბურთელთა რიცხვშია, ვისი ყიდვაც პსჟ-ს მესვეურებს სურთ.

 

 

პოლ პოგბა (მანჩესტერი) - მანჩესტერის წარუმატებელი სეზონის ერთერთ მთავარ მიზეზად, სწორედ პოგბა სახელდება. სპეციალისტები და გულშემატკივრები თვლიან, რომ ფრანგს ბევრად მეტი მოეთხოვება და მისი ცუდი თამაში გუნდზე მოქმედებს. პოგბას ყიდვა რეალს, ბარსელონას და იუვენტუსს სურთ.

 

 

ედინსონ  კავანი (პსჟ) - უკვე მეორე სეზონია, რაც კავანის პსჟ-ს ხელმძღვანელობასთნ არცთუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს. ურუგვაელი გუნდში თავს ძველებურად კარგად ვეღარ გრძნობს და ლიგა 1-ის დატოვებასაც არ გამორიცხავს. მისით მანჩესტერი, ჩელსი და ატლეტიკო არიან დაინტერესებულნი.

 

 

პაულო დიბალა (იუვენტუსი) - თითქმის გადაწყვეტილია, რომ დიბალა იუვენტუსში ბოლო სეზონს ატარებს. ახლა მხოლოდ ისაა გასარკვევი თუ რომელი კლუბის მაისურას მოირგებს არგენტინელი. სამხრეთ ამერიკელისადმი ინტერესს მანჩესტერი, ლივერპული და ბაიერნი იჩენენ. აქვე გეტყვით, რომ ბიანკონერი მას 100 მილიონ ევროდ აფასებს.

 

 

ისკო (რეალი) - რეალის ნახევარმცველის სიტუაცია კვლავაც გაურკვეველია. ზინედინ ზიდანის დაბრუნებამდე მას წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ფრანგის დაბრუნებამ თითქოს აზრი შეუცვალა. ისიც ფაქტია, რომ მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობას და პირადად პეპ გვარდიოლას მისი გადაბირება სურთ და მიზნის მისაღწევად დიდი თანხის გადახდასაც არ მოერიდებიან.

 

 

მაურო იკარდი (ინტერი) - იკარდი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია და მას მსურველები არ აკლია. ამას ისიც ემატება, რომ არგენტინელი ინტერის მესვეურებთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება და დიდი ალბათობით ზაფხულში სხვა გუნდის მაისურას მოირგებს. ცნობისთვის, მისი გადაბირება მანჩესტერის, ჩელსის, ბაიერნისა და რეალის ხელმძღანელობებს სურთ.

 

 

კრისტიან ერიკსენი (ტოტენჰემი) - ტოტენჰემი შესანიშნავ სეზონის ატარებს. გუნდი პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია. მართალია, დეზებმა პირველი მატჩი აიაქსთან 0:1 დათმეს, თუმცა დაგვეთანხმებით ეს ის ანგარიში არაა, პოჩეტინოს შეგირდებმა ყურები ჩამოყარონ. ამ წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი (თუ მთავარი არა) კრისტიან ერიკსენია. ეჭვგარეშეა, რომ ზაფხულში მასზე ტაციაობა იქნება. დანიელი ვარსკვლავი ბარსელონასა და რეალს სურთ.

 




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.