ბასილაშვილი ვეღარ გვახარებს

წინ რომის მასტერსია და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველი ჩოგბურთელისთვის ის მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგება.

ფაქტია, რომ ქართველი ჩოგბურთელი გრუნტის სეზონს არასახარბიელო ფორმაში შეხვდა და აგერ უკვე მერამდენე ტურნირია ვეღარ ყოჩაღობს. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის მადრიდის მასტერსიც შარშანდელის მსგავსად საწყის ეტაპზევე დასრულდა.

 

ბასილაშვილმა, რომელიც რეიტინგის მე-17 ნომერია, ფრენსის ტიაფოს ბარიერი ვერ გადალახა. წყვილის ფავორიტად ჩვენებური მიიჩნეოდა, თუმცა მარტივი მატჩი რომ არ ელოდა იმთავითვე ნათელი იყო. 21 წლის ამერიკელმა დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და ბევრს რომ შესაძლოა ხელი ჩაექნიათ იმ დროს ფაქტობრივად წაგებული მატჩი შემოატრიალა.

 

ბასილაშვილმა პირველი სეტი ტაიბრეიქზე მოიგო. ნიშანდობლივია, რომ ქართველმა მეჩოგნემ ტიაფოს ბრეიქი ყველაზე საჭირო დროს შეუსრულა, როდესაც ამერიკელი სეტზე აწვდიდა. მეორე პარტიაც ბასილაშვილისთვის იდეალურად დაიწყო და ბრეიქითაც დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მოდუნდა და სეტი 3:6 წააგო. ტიაფომ, მესამე გადამწყვეტი სეტიც 6:4 მოიგო.

 

წინ რომის მასტერსია და იმედი ვიქონიოთ, რომ ბასილაშვილისთვის ის მეტ-ნაკლებად წარმატებული გამოდგება.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.