კასილიასმა შეტევა მოიგერია: ბედნიერი ვარ!

იკერ კასილიასი საავადმყოფოდან გამოწერეს. როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, 1 მაისს ლეგენდარულ ესპანელ მეკარეს პორტუს ვარჯიშზე გულის შეტევა დაემართა.

Marca წერს, რომ მინიმალურია შანსი, კასილიასმა კარიერა გააგრძელოს. თავად მეკარე ამის შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.

 

„მადლობა ყველას. ძალიან გამიმართლა. უამრავმა ადამიანმა მაგრძნობინა, რომ მათ ვჭირდები და ძვირფასი ვარ. ასეთ მომენტში ვიღიმი. ბედნიერი ვარ, რომ კლინიკაში ამდენი ადამიანი მოვიდა ჩემს სანახავად.

 

...მადლობა კლინიკის პერსონალს და ექიმ ჟოაუ კარლუშ ნელსონს, რომელმაც კათეტერი ჩამისვა.

 

...არ ვიცი, შემდგომში რა მოხდება. თუმცა მთავარია, რომ აქ დგომა და თავისუფლად საუბარი შემიძლია“ – განაცხადა კასილიასმა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ.